შემოსავლების სამსახურის ცნობით, საქართველოში 5 მილიონი ევროს ღირებულების მანქანების უკანონოდ შემოტანას ცდილობდნენ.
შემოსავლების სამსახურის განცხადებით, მანქანებს VIN კოდები ჰქონდათ შეცვლილი.
„საბაჟო კონტროლის ფარგლებში, ბათუმის გაფორმების ეკონომიკური ზონის მებაჟე ოფიცრების მიერ დაახლოებით 5 მილიონი ევროს ღირებულების 59 ერთეული ძვირადღირებული ავტომობილის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები გამოვლინდა.
უფლებამოსილი პირის მიერ ეჭვის საფუძველზე მონაცემების შემოწმების შედეგად დადგენილი იქნა მწარმოებლის მიერ მინიჭებული საიდენტიფიკაციო კოდის, ე.წ. VIN კოდის შეცვლის ფაქტი.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს გადაეცა“, – ნათქვამია შემოსავლების სამასახურის განცხადებაში.








