თბილისში, 51-ე საჯარო სკოლასთან ერთი პირი დააკავეს.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, აღნიშნული პირი 51-ე სკოლის წინ რკინის ბარიერს მანქანით ორჯერ შეეჯახა. შემდეგ კი მანქანიდან ორი დანით გადმოვიდა და პოლიციას ემუქრებოდა, რომ არ მიახლოებოდნენ.
თუმცა პოლიციამ მის წინააღმდეგ სპრეი გამოიყენა და ისე დააკავა.
ინციდენტის ამსახველი ვიდეო OC Media-ს ჟურნალისტმა რობინ ფაბრომ გადაიღო.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნული პიროვნება 353-ე პრიმა მუხლითაა დაკავებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და ისჯება ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
