ახალი ამბები

148-ე საჯარო სკოლაში გენინსპექციამ მუშაობა დაასრულა

19 ნოემბერი, 2010 • • 1892
148-ე საჯარო სკოლაში გენინსპექციამ მუშაობა დაასრულა

#148-ე საჯარო სკოლაში გენინსპექციამ მუშაობა გუშინ, გვიან, დაასრულა, – ამის შესახებ ნეტგაზეთს 148-ე საჯარო სკოლის დირექტორმა ვალერიან გიორგაძემ განუცხადა.

გიორგაძის თქმით, #149-ე საჯარო სკოლაში, სადაც დირექტორი მისი მეუღლე მაია გიორგაძეა, გენინსპექცია მუშაობას, სავარაუდოდ, დღეს დაასრულებს.

აღმოაჩინა თუ არა გენინსპექციამ საჯარო სკოლებში რაიმე სახის დარღვევები, ეს ჯერ დირექტორებისთვის უცნობია.

,,წინასწარ არაფერი უთქვამთ. მხოლოდ  გვითხრეს, რომ დავამუშავებთ და ოთხშაბათს დასკვნა გექნებათო. დასვნა მინისტრის ბრძანებასთან ერთდ უნდა გამოგვიგზავნონ, წესით’’, – ამბობს ვალერიან გიორგაძე.

ნეტგაზეთი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაუკავშირდა. მედიასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა ნეტგაზეთთან საუბრისას განაცხადა, რომ ჯერ მხოლოდ შემოწმება დასრულდა და დასკვნა მოგვიანებით იქნება.  მედიასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელს თარიღის დაკონკრეტება მოვთხოვეთ, თუმცა მან თქვა, რომ ,,დასკვა მაშინ იქნება, როცა კანონმდებლობიოთ გაწერილი პროცედურები დასრულდება’’.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი