ახალი ამბები

აშშ,  ბრაუნის უნივერსიტეტში მომხდარი სროლის შემდეგ, მწვანე ბარათის ლატარიას აჩერებს

19 დეკემბერი, 2025 •
აშშ,  ბრაუნის უნივერსიტეტში მომხდარი სროლის შემდეგ, მწვანე ბარათის ლატარიას აჩერებს

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეაჩერა აშშ-ის მწვანე ბარათის ლატარიის პროგრამა გასულ კვირას ბრაუნის უნივერსიტეტში მომხდარი სროლის გამო, რომელსაც ორი ადამიანი ემსხვერპლა.

სროლაში ეჭვმიტანილი პორტუგალიის მოქალაქე, რომელიც ხუთშაბათს გარდაცვლილი იპოვეს, აშშ-ში  2017 წელს მრავალფეროვნების საიმიგრაციო-სავიზო ლატარიის პროგრამით (DV1) შევიდა და მწვანე ბარათი მიიღო.

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების სამსახურმა  განაცხადა, რომ სავიზო სქემა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ  ტრამპის მითითებით შეაჩერა, რათა „უზრუნველყოს, რომ ამ კატასტროფული პროგრამით მეტი ამერიკელი აღარ დაზარალდეს“.

აღნიშნული პროგრამა ყოველწლიურად 50 000-მდე ვიზას გასცემდა  შემთხვევითი შერჩევის პრინციპით იმ ქვეყნების მოქალაქეებზე, საიდანაც აშშ-ში ემიგრაციის მაჩვენებელი დაბალია. 

მწვანე ბარათის ლატარიით არაერთმა ქართველმა მოახერხა აშშ-ში ცხოვრების უფლების მიღება. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი