ახალი ამბებისაზოგადოება

7 ნოემბერს მწვანე ბარათის გათამაშებაში რეგისტრაციის ვადა სრულდება

5 ნოემბერი, 2024 •
7 ნოემბერს მწვანე ბარათის გათამაშებაში რეგისტრაციის ვადა სრულდება

7 ნოემბერს,  თბილისის დროით 21:00 საათზე სრულდება რეგიტრაციის ვადა მწვანე ბარათის გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად. აშშ სულ 55 000 ბარათს გაათამაშებს. შედეგები 2025  წლის მაისში გამოქვეყნდება.  

მწვანე ბარათისთვის რეგისტრაცია

რეგისტრაცია უფასოა და შესაძლებელია ერთადერთ ბმულზე: dvprogram.state.gov.  რეგისტრაციისას მოგენიჭებათ უნიკალური კოდი, რომელიც უნდა შეინახოთ. აშშ-ის მთავრობა არ აგზავნის შეტყობინებას, მოიგეთ თუ არა მწვანე ბარათი.  

შედეგის შემოწმება უნიკალური კოდის გამოყენებით, იმავე ვებგვერდზე, 2025 წლის 3 მაისიდან იქნება შესაძლებელი.

თაღლითობის მაღალი რისკის გამო, აშშ-ის საელჩო საქართველოში მოქალაქეებს მოუწოდებს, ნუ მიმართავენ დამხმარე ორგანიზაციებს და განაცხადი შეავსონ პირადად, „ვიზა აგენტების“ ან „ვიზა კონსულტანტების“ გარეშე. 

ონლაინ განაცხადის შესავსებად დაგჭირდებათ პასპორტი და საჭიროა ბოლო ექვსი თვის განმავლობაში გადაღებული ციფრული ფოტოსურათის ატვირთვა ონლაინ რეგისტრაციის ბმულზე. მწვანე ბარათის პროგრამის განცხადების ფოტო უნდა აკმაყოფილებდეს იმავე სტანდარტებს, რასაც აშშ-ის სავიზო ფოტო. 

რეგისტრაციის პროცესი მარტივია და სულ რაღაც 5 წუთი დაგჭირდებათ. სისტემაში უნდა შეიყვანოთ ისეთი დემოგრაფიული ინფორმაცია, როგორიცაა: თქვენი სახელი და გვარი, საცხოვრებელი მისამართი, დაბადების ქალაქი, განათლების დონე, ოჯახური მდგომარეობა.

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს განმცხადებელი?

საქართველოს მოქალაქეებს პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ. განმცხადებელს დამთავრებული უნდა ჰქონდეს საშუალო სკოლა ან ისეთი სასწავლო დაწესებულება, რომლის სერტიფიკატი საშუალო სკოლის ატესტატის ტოლფასია და რომელიც განისაზღვრება 12-წლიანი დაწყებითი და საშუალო განათლების კურსის წარმატებით დასრულებით ან ბოლო ხუთი წლიდან ორი წლის განმავლობაში მუშაობდეს ისეთი პროფესიით, რომელსაც სჭირდება მინიმუმ ორწლიანი სწავლების გავლა ან ორწლიანი სამუშაო გამოცდილება. 

დეტალურ ინსტრუქციას მწვანე ბარათის პროგრამაში მონაწილეობის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე:

https://ge.usembassy.gov/wp-content/uploads/sites/97/2024/10/DV-2026-Instructions-in-GEO.pdf?fbclid=IwY2xjawGWz1tleHRuA2FlbQIxMAABHcX9zJDeEKidAXfyXx2kdnNLgwijOsdY_pY77Ob0GgW3_jbtSszs1EfzIA_aem_4lD8oo0rglT6Jw0pZYC8SQ

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი