საქართველოში ევროკავშირის (EU) წარმომანდენლობამ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის ახლი ვებვერდი აამოქმედა.
ვებგვერზე ევროკავშირის საქმიანობის შესახებ სამოქალაქო საზოგადოებისთვის საინტერესო ინფორმაცია იქნება თავმოყრილი.
,,წარმოდგენილი იქნება შეტყობინებები დაგეგმილი ღონისძიებების, დაფინანსებისა და “აღმოსავლეთის პარტნიორობის” ფარგლებში მიღწეული წარმატებების შესახებ, ასევე, ბმულები სასარგებლო ანგარიშებსა და გამოცემებზე’’, – იტყობინება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტი.
მათივე ცნობით, ეს ინიციატივა გაზრდის საქართველოსა და ევროკავშირს შორის დიალოგის განმტკიცების შემდგომ შესაძლებლობებს.
,,ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სამოქალაქო საზოგადოების როლს ორმხრივი თანამშრომლობის პროცესში’’, – წერია მედია რელიზში.