ახალი ამბები

MI6-ის უფროსი ბლეიზ მეტრეველი თავის პირველ სიტყვაში პუტინზე ისაუბრებს

15 დეკემბერი, 2025 •
MI6-ის უფროსი ბლეიზ მეტრეველი თავის პირველ სიტყვაში პუტინზე ისაუბრებს

დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს (UK) საგარეო დაზვერვის, MI6-ის უფროსი ბლეიზ მეტრეველი დღეს, ორშაბათს, თავისი პირველი საჯარო სიტყვით წარდგება საზოგადოების წინაშე. ბრიტანული მედიასაშუალებები უწყების მიერ წინასწარ გავრცელებულ მედია-რელიზზე დაყრდნობით ავრცელებენ მონახაზს იმისა, თუ რას იტყვის მეტრეველი თავის საკარო სიტყვაში.

ქართული გვარის მქონე 47 წლის ბლეიზ  მეტრეველი პირველი ქალია, რომელიც ბრიტანეთის საგარეო დაზვერვას ხელმძღვანელობს.

ბრიტანული მედიის თანახმად, მეტრეველი აპირებს თქვას, რომ დიდი ბრიტანეთი ახალი „გაურკვევლობის ეპოქის“ წინაშე დგას, სადაც კონფლიქტის წესები იწერება, განსაკუთრებით, უკრაინაში შეჭრის შემდეგ კრემლის ფართო აგრესიის გათვალისწინებით.

„ქაოსის საერთაშორისო ექსპორტი რუსული მიდგომის მახასიათებელია და არა შეცდომა“, –  აღნიშნულია ბლეიზ მეტრეველის გამოსვლაში,  რომლის ნაწილი წინასწარ გამოქვეყნდა. იგი ასევე ფიქრობს, რომ „სანამ პუტინი იძულებული არ გახდება, შეცვალოს თავისი გათვლები, მოსალოდნელია, რომ ეს გაგრძელდება”.

„პუტინს ეჭვი არ უნდა შეეპაროს, რომ: ჩვენი მხარდაჭერა გრძელვადიანია. უკრაინის სასარგებლოდ ჩვენ მიერ [რუსეთზე] განხორციელებული ზეწოლა გაგრძელდება“.

მასალების გადაბეჭდვის წესი