ახალი ამბები

საერთაშორისო გრანტები ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის

18 ნოემბერი, 2010 • • 1246
საერთაშორისო გრანტები ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის

 ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საერთაშორისო ხელშეკრულებები განიხილეს.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მიქელაძემ კომიტეტის წევრებს “საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის სასესხო ხელშეკრულება’’ და “საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას (IDA) შორის დაფინანსების ხელშეკრულება” გააცნო.

მისი ინფორმაციით, რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი საქართველოს სესხის სახით 33.5 მლნ. დოლარს, საერთაშორისო განვითარების ასოციაცია კი 11.5 მლნ. დოლარს გამოყოფს.

კრედიტით გათვალისწინებულია მუნიციპალური ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა, ასევე, ომის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის საცხოვრებელი პირობებისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. პროექტებს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი