ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფგან სადიგოვს ამჯერად 7 დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

12 ნოემბერი, 2025 •
აფგან სადიგოვს ამჯერად 7 დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

დღეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს ამჯერად 7 დღიანი პატიმრობა შეუფარდეს 2025 წლის 19-21 ოქტომბერს გზის გადაკეტვის საქმეზე .

სადიგოვი გზის გადაკეტვის გამო ერთხელ უკვე ცნეს სამართალდამრღვევად და მას 14-დღიანი პატიმრობა განესაზღვრა.

სადიგოვის ინტერესების დამცველი ორგანიზაციის, სოციალური სამართლიანობის ცენტრის განმარტებით, 2025 წლის 22 ოქტომბერს, როდესაც შსს-მ აფგან სადიგოვი დააკავა და ადმინისტრაციული საქმის განხილვის მიზნით სასამართლოს მიმართა, უწყებისთვის ასევე ცნობილი იყო, რომ სადიგოვი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 19-21 ოქტომბერსაც იმყოფებოდა და გზის სავალ ნაწილზე იდგა.

“ეს ფაქტი თავად შსს-ს მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი საქმის მასალებით დასტურდება. მიუხედავად ამისა, შსს-მ პირველ ეტაპზე მხოლოდ 18 ოქტომბრის ფაქტის განხილვა მოითხოვა, და მხოლოდ მას შემდეგ, რაც სადიგოვი სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და ის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებოდა, უწყებამ კვლავ მიმართა სასამართლოს. ეს გარემოება კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ შსს-მ განზრახ არ მიმართა სასამართლოს დანარჩენ დღეებთან დაკავშირებით, რათა სასამართლოს ორჯერ ჰქონოდა შესაძლებლობა, აფგან სადიგოვის მიმართ ადმინისტრაციული პატიმრობა გამოეყენებინა. აშკარაა, რომ შსს ცდილობს, სასამართლოს მეშვეობით პროტესტში აქტიურად ჩართული აქტივისტი სამაგალითოდ დასაჯოს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი