საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელად გოგა მემანიშვილი დაინიშნა.
აღნიშნული ინფორმაცია ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
გოგა მემანიშვილმა ამ თანამდებობაზე ლაშა ჯოხაძე ჩაანაცვლა, რომელმაც პოსტი რამდენიმე დღის წინ დატოვა.
გოგა მემენაშვილი საპატრულო პოლიციაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, ბოლოს ის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის მოადგილე იყო.
ბოლო წლებში მას არაერთი საპროტესტო აქციის მონაწილეების დაკავებაში აქვს მიღებული მონაწილეობა.








