ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ერევანში ჩეჩნეთიდან თავშესაფრის მაძიებელი 23 წლის ქალი მოკლეს

25 ოქტომბერი, 2025 •
ერევანში ჩეჩნეთიდან თავშესაფრის მაძიებელი 23 წლის ქალი მოკლეს

ერევანში ჩეჩნეთიდან თავშესაფრის მაძიებელი ახალგაზრდა ქალი მოკლეს – უფლებადამცველები მოითხოვენ საქმის დაუყოვნებლივ და გამჭვირვალე გამოძიებას.

სომხეთში მოქმედმა ქალთა უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა და აქტივისტებმა მოუწოდეს სამართალდამცავ ორგანოებს, დაუყოვნებლივ გამოიძიონ ჩეჩნეთიდან ემიგრირებული აიშათ ბაიმურადოვას მკვლელობის გარემოებები ერევანში და საქმე შეფასდეს როგორც გენდერული ძალადობის მაგალითი.

როგორც „კავკაზსკი უზელი“ წერს, 23 წლის აიშათ ბაიმურადოვა, რომელიც ჩეჩნეთში ოჯახში ძალადობისგან თავის დასაღწევად უფლებადამცველების დახმარებით გადავიდა სომხეთში, 15 ოქტომბერს გაუჩინარდა, ხოლო 19 ოქტომბერს მისი ცხედარი ერევანში, დემირჩიანის ქუჩაზე მდებარე ბინაში იპოვეს.

„ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კოალიციამ“ სომხეთში გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია:

„აიშათ ბაიმურადოვა ჩეჩნეთიდან წამოვიდა, რათა თავი დაეღწია ძალადობისგან და უსაფრთხოება ეპოვა სომხეთში, მაგრამ ის მოკლეს ქვეყანაში, სადაც უნდა დაცულიყო. ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად ღრმად არის ფესვგადგმული გენდერული ძალადობა რეგიონში.“

უფლებადამცველები მოითხოვენ, რომ ბაიმურადოვას სიკვდილის საქმე სრულად, დამოუკიდებლად და გამჭვირვალედ გამოიძიონ, ხოლო ხელისუფლებამ შეაფასოს საკუთარი პოლიტიკა გენდერული ძალადობის შემთხვევებზე რეაგირების მიმართულებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი