სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება ბათუმელები/ნეტგაზეთის თანადამფუძნებლისა და დირექტორისთვის, მზია ამაღლობელისთვის სახაროვის პრემიის მინიჭებას. ზურაბიშვილის შეფასებით, ეს არის არა მხოლოდ ამაღლობელის, არამედ ქართველი ერის ბრძოლის პატივისცემა.
“ვულოცავ მზია ამაღლობელს სახაროვის პრემიის მიღებას. ეს აღიარება პატივს მიაგებს არა მხოლოდ მზიას ხმას, არამედ თავისუფალ და ღირსეულ საქართველოს სულს – ერს, რომელსაც მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი იბრძოლოს საკუთარი ევროპული მომავლისთვის”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
- „პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტები, რომლებიც იბრძვიან თქვენი და ჩვენი თავისუფლებისთვის” — ანდჟეი პოჩობუტი ბელარუსიდან და მზია ამაღლობელი საქართველოდან;
- ჟურნალისტები და ჰუმანიტარული დახმარების მუშაკები პალესტინასა და ყველა კონფლიქტურ ზონაში, რომლებსაც წარმოადგენენ პალესტინის ჟურნალისტთა სინდიკატი, წითელი ნახევარმთვარე და UNRWA;
- სერბი სტუდენტები.
გამარჯვებული აირჩია პრეზიდენტთა კონფერენციამ, რომელიც ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასა და პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ლიდერებისგან შედგება.
სახაროვის პრემიის ყველა დროის ლაურეატებს შორის არიან ნელსონ მანდელა, კოფი ანანი, ლუდმილა ალექსეევა, ოლეგ სენცოვი, ბელარუსის ჟურნალისტთა ასოციაცია, რეპორტიორები საზღვრებს გარეშე, ალექსეი ნავალნი, მაჰსა ამინი. 2022 წელს სახაროვის პრემია უკრაინელ ხალხს გადაეცა. შარშანდელი გამარჯვებული არიან ვენესუელის ოპოზიციური პოლიტიკოსები: მარია კორინა მაჩადო და ედმუნდო გონსალესი.
ამავე თემზე:








