ახალი ამბები

ერთი შანსი არასრულწოვანი დამნაშავეებისათვის

15 ნოემბერი, 2010 • 1063
ერთი შანსი არასრულწოვანი დამნაშავეებისათვის

დღეიდან მსუბუქი დანაშაულისთვის პირველ ჯერზე დაკავებულ არასრულწლოვანს  შანსი ეძლევა,  თავი აარიდოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და დანაშაული სხვა ფორმით გამოისყიდოს.

იუსტიციის სამინისტოს ადმინისტრაციის უფროსმა, ანდრო გიგაურმა დღეს ჟურნალისტებს „არასრულწოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამის“ დაწყების შესახებ ამცნო. მისი თქმით, მსუბუქი დანაშაულის ჩადენის შემთვევაში, დაზარალებულთან შეთანხმების შემდეგ არასრულწოვანი საკუთარ დანაშაულს ალტერნატიული ფორმებით გამოისყიდის. მაგალითად, თუ მან ავტომობილის შუშა ჩაამსხვრია, მოუწევს ეს მანქანა თვეში რამდენჯერმე გარეცხოს. სანაცვლოდ, არასრულწოვანს პირად საქმეში ნასამართლობა არ ჩაეწერება. ზარალის ანაზღაურების ფორმებსა და პირობებს აუცილებლად შეუთანხმებენ დაზარალებულს. პროექტი ზიანის ფინანსურად ანაზღაურებასაც არ გამორიცხავს, თუმცა, ძირითადი აქცენტი დანაშაულის სიმბოლურ ფასად, საზოგადოებისთვის სასარგებლოს საქმის შესრულებით გამოსყიდვაზე გაკეთდება. 

პროექტის მიზანი არასრულწოვანთა  საზოგადოებაში ინტეგრირებისა და აქტიურობისათვის ხელშეწყობაა. საპილოტე პროგრამაში, ჯერჯერობით, მხოლოდ ოთხი ქალაქი – თბილისი, ბათუმი, ქუთაისი  და რუსთავია ჩართული.

ერთი წლის შემდეგ იუსტიციის სამინისტრო საპილოტე პროგრამის შედეგებს შეაჯამებს, გამოვლენილ ხარვეზებს გამოასწორებს და პროექტში საქართველოს სხვა ქალაქების ჩართვა სწორედ ამის შემდეგ დაიწყება. 

აღნიშნულ პროგრამას მონიტორინგს გაუწევენ პროკურატურის თანამშრომლები, მედიატორები და სოციალური მუშაკები, რომლებმაც სპეციალური ტრენინგები გაიარეს. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში, პროკურორს  უფლებამოსილება ეძლევა, არასრულწლოვანზე საქმე ხელახლა აღძრას და მას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დააკისროს.

მასალების გადაბეჭდვის წესი