უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპს ორშაბათს შეხვდება.
ამის შესახებ ზელენკიმ შაბათს განაცხადა, მას შემდეგ რაც ტრამპი ტელეფონით ესაუბრა ალასკაში გამართული სამიტის შემდეგ.
მედიის ცნობით, ვაშინგტონში დაბრუნებულ დონალდ ტრამპს ხანგრძლივი ვიდეო ზარი ჰქონდა ზელენსკისთან და ევროპელ ლიდერებთან. ვინ ესწრებოდნენ საუბარს:
- უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი;
- აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი;
- დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტრამერი;
- საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი;
- იტალიის პრემიერ-მინისტრი მელონი;
- გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი;
- პოლონეთის პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი
- ფინეთის ალექსანდერ სტუბი
- ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე,
- ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ვონ დერ ლაიენი
ალასკაში გამართული სამიტის შემდეგ დონალდ ტრამპა განაცხადა, რომ მართალია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას ვერ მიაღწია, თუმცა “დიდი პროგრესია”.
ალასკაში ორ- სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა ტრამპისა და პუტინის შეხვდრა, რომლის შემდეგაც პრეზიდენტებმა განცხადებები გააკეთეს მედიასთან. ორივეს განცხადება იყო ზოგადი, თუმცა ცხადი გახდა, რომ შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.
გაუქმდა შეხვედრის შემდეგ დაგეგმილი ლანჩი და ინტერვიუები. პრეზიდენტებმა არ უპასუხეს ჟურნალისტების კითხვებს და მხოლოდ თავიანთი განცხადებებით შემოიფარგლნენ.
ტრამპმა განაცხადა, რომ შეხვედრის შემდეგ რამდენიმე სატელეფონო ზარი უნდა განახორციელოს და მოუყვეს შეხვედრაზე, მათ შორის ნატოს, ასევე უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის და სხვა ოფიციალურ პირებს.
ვაშინგტონში დაბრუნებულმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტს და ევროპელ ლიდერებს ვიდეო ზარით ესაუბრა. სწორედ ამ საუბრის შემდეგ განაცხადა ზელენსკიმ, რომ ტრამპმა ორშაბათს ის აშშ-ში მიიწვია.
ტრამპი-პუტინის შეხვედრამდე აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებდა, რომ თუ შეხვედრა წარმატებული იქნებოდა, მას მოყვებოდა მეორე შეხვედრაც უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის მონაწილეობით, თუმცა როდესაც ალასკაში გამართული შეხვედრის შემდეგ ტრმპმა თქვა, რომ ის პუტინს სავარაუდოდ კიდევ შეხვდება, პუტინმა უპასუხა: “შემდეგ ჯერზე მოსკოვში”.
მეტი:
