აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპა განაცხადა, რომ მართალია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას ვერ მიაღწია, თუმცა “დიდი პროგრესია”. 

ალასკაში ორ სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა ტრამპისა და პუტინის შეხვდრა, რომლის შემდეგაც პრეზიდნეტებმა განცხადებები გააკეთეს მედიასთან.  ორივეს განცხადება იყო ზოგადი, თუმცა ცხადი გახდა, რომ შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. 

ტრამპმა განაცხადა, რომ შეხვედრის შემდეგ რამდენიმე სატელეფონო ზარი უნდა განახორციელოს და მოუყვეს შეხვედრაზე, მათ შორის ნატოს, ასევე უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის და სხვა ოფიციალურ პირებს. 

დასასრულს ტრამპა აღნიშნა, რომ ის სავარაუდოდ რუსეთის ლიდერს კიდევ შეხვდება, რაზეც პუტინმა ინგლისურად [მანამდე რუსულად საუბრობდა] უპასუხა: 

“შემდეგ ჯერზე მოსკოვში”. 

“საინტერესოა” , – უპასუხა ტრამპმა. 

შეხვედრამდე ტრამპი აცხადებდა, რომ თუ შეხვედრა წარმატებით დასრულდებოდა, მალე დააორგანიზებდა შეხვედრას უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის მონაწილეობით. 

რა თქვა პუტინმა პრესკონფერენციაზე, რომელზეც ჟურნალისტებს კითხვების დასმის შესაძლებლობა არ მიეცათ: 

პუტინმა განაცხადა, რომ “იმედოვნებს” უკრაინელები და ევროპელები არ აირჩევენ “ჩაშალონ” სამშვიდობო პროცესი: 

“ტრამპი დაინტერესებულია თავისი ქვეყნის კეთილდღეობით, თუმცა ესმის, რომ რუსეთს აქვს თავისი ინტერესი”. 

მან მადლობა გადაუხადა ტრამპს კეთილგანწყობილი ტონისთვის და განაცხადა, რომ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევისთვის აუცილებელია კონფლიქტის ძირითადი მიზეზის აღმოფხვრა, არ დაუკონკრეტებია – რა?

პრესკონფერენციაზე მან ვრცლად ისაუბრა ალასკის ისტორიაზე და ტრამპს “მეზობელი” უწოდა. “როდესაც შეხვდით, გამარჯობა მეზობელოო, ვუთხარი”. 

პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ “ომი არ დაიწყებოდა, ტრამპი 2020 წლის არჩევნების შემდეგ თანამდებობაზე რომ დარჩენილიყო”.

პრესკონფერენციაზე, ჯერ პუტინმა ისაუბრა, შემდეგ კი ტრამპმა. არც ერთმა არ უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს.


  • ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა ქალაქ ანკორიჯში, ელმენდორფ-რიჩარდსონის სამხედრო ბაზაზე.
  • თავდაპირველი ცნობით, უნდა ყოფილიყო მხოლოდ ტრამპი-პუტინის შეხვედრა ერთი ერთზე, თუმცა საბოლოოდ აშშ-ს მხრიდან ტრამპთან ერთად შეხვედრას ესწრებიან სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და აშშ-ს სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი.
  • რუსეთის მხრიდან კი შეხვედრას პუტინთან ერთად ესწრებიან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი.
  • შეხვედრა რამდენიმე საათს გაგრძელდა.
  • ეს აშშ-ში პუტინის პირველი ვიზიტია 2015 წლის შემდეგ, როცა ის ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის სესიას დაესწრო. შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტები (ბაიდენი და პუტინი) აქამდე ბოლოს 2021 წლის ივნისში, ჟენევაში შეხვდნენ ერთმანეთს. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის შემდეგ და იმ ფონზე, როდესაც ჰააგის სასამართლოს პუტინის დაკავების ორდერი აქვს გამოცემული, რუსეთის ლიდერს ბევრ ქვეყანაში არ ჩაესვლება. თუმცა აშშ არ არის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს წევრი და არ აქვს ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ვალდებულება, არც ნება.
  • შეხვედრის ადგილად ალასკის შერჩევა მოსკოვში მეზობლობის გეოგრაფიული ფაქტორით ახსნეს.

მსოფლიო ტრამპი-პუტინის სამიტის მოლოდინში | რა უნდა ვიცოდეთ