შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების სამმართველოს ინსპექტორი.
უწყების გენერლაური ინსპექციის გამოძიების მიხედვით, დაკავებულმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოიპარა მოქალაქის კუთვნილი ოქროს ნივთი.
ქურდობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 35 წლის კაცს 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
