სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ქობულეთში რძის გადამამუშავებელი არარეგისტრირებული საწარმო გამოავლინეს. უწყების ცნობით, გარდა იმისა, რომ საწარმო ეკონომიკურ საქმიანიბათა რეესტრი არ იყო რეგისტრირებული, ის პროდუქტს სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევით აწარმოებდა.

“ინსპექტირებისას დადგინდა, რომ მეწარმე რძის გადამუშავებასა და სურსათის წარმოებას (ყველი, შებოლილი სულგუნი, მაწონი) სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და უვნებლობის სტანდარტების დარღვევით ახორციელებდა. ამოღებული და დალუქულია 250 კგ ყველი და 192 ქილა მაწონი. კანონმდებლობის შესაბამისად, მეწარმე დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი”, – ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნული საწარმო ქობულეთში, კლდიაშვილის ქუჩის #18-ში მდებარეობს.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ რძის გადამამუშავებელი საწარმოებების კონტროლი მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინაროებს. უწყების ინფორმაციით, მხოლოდ 2025 წელს შემოწმდა 3 575 რძისა და რძის მწარმოებელი ბიზნესოპერატორებთან, საიდანაც 31 არარეგისტრირებული იყო.