ახალი ამბები

პარლამენტი დღეს 2011 წლის ბიუჯეტის კანონპროექტზე იმსჯელებს

12 ნოემბერი, 2010 • • 1018
პარლამენტი დღეს 2011 წლის ბიუჯეტის კანონპროექტზე იმსჯელებს

დღეს პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტი  საქართველოს 2011 წლის ბიუჯეტის კანონპროექტს განიხილავს.

პარლამენტის წევრებს კანონპროექტს საქართველოს ფინანსთა მინისტრი, კახა ბაინდურაშვილი გააცნობს.

ასევე, პარლამენტი დღეს მესამე მოსმენით განიხილავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ კანონპროექტს, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გზაზე დაყრისთვის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ადგენს.

ადმინისტრაციულ კოდექსში ცვილილებების შესახებ პარლამენტში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე გოჩა მამაცაშვილი ისაუბრებს.

დღევანდელ დღის წესრიგში სულ 25 საკითხია. პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა 12 საათზე დაიწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი