განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) უფროსის მოადგილემ, მილერი ლაგაზაურმა თანამდებობა დატოვა. “ნეტგაზეთს” შინაგანს საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ მან სამსახური “პირადი განცხადების საფუძველზე” მიიღო.
შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ორი დღის წინ, 6 ივლისს დაადასტურა ინფორმაცია დეპარტამენტის უფროსის კიდევ ერთი მოადგლის, მირზა კეზევაძის სისტემიდან წასვლის შესახებ. ამავე დღეს დარახველიძემ დაადასტურა გდდ-ის კიდევ ერთი მაღალჩინოსნის, იოსებ მარგველაშვილის გადადგომის შესახებ ინფორმაცია. დარახველიძე ირწმუნება, რომ ორივე შემთხვევაში მიზეზი “პირადი გადაწყვეტილება იყო”.
თავად ზვიად ხარაზიშვილის სამინისტროდან წასვლის შესახებ ინფორმაცია დაახლოებით ერთი თვის წინ, 2025 წლის ივნისში გავრცელდა. გდდ-ს ხელმძღვანელის პოზიციაზე ის რომან ქარცივაძემ ჩაანაცვლა.
ზვიად ხარაზიშვილისა და მისი მოადგილეების სისტემიდან წავსლის შესახებ ჯერ კიდევ მაისში საუბრობდა გდდ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი. მან თქვა, რომ შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გადდგომის შემდეგ ზვიად ხარაზიშვილსა (ხარება) და მის მოადგილეებს თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერილი ჰქონდათ.
დღეს, 8 ივლისს, შაიშმელაშივლმა განაცხადა, რომ თანამდებობები დატოვს “როგორც მთავარი სამმართველოს უფროსმა, აგრეთვე ცალკეული სამმართველოების უფროსებმა, მთავარ სამმართველოში შემავალმა სამმართველოს უფროსებმა და მათმა მოადგილეებმა და ცალკეულმა [პიროვნებებმა]. შესაძლოა, ესენი იყვნენ განყოფილების უფროსები, უფროსი ინსპექტრები და ინსპექტორები”.
შაიშმელაშვილის თქმით, “ესენი იყვნენ კატეგორია ადამიანების, რომლებიც მოიყვანა ხარაზიშვილმა, როდესაც დაინიშნა დეპარტამენტის დირექტორად. არა მარტო გდდ-ში მოიყვანა ეს ადამიანები, სადაც დადიოდა ხარაზიშვილი, ყველგან დაჰყავდა ეს ხალხი. შესაბამისად, ამ ხალხს აქვს ასეთი რწმენა, რომ ჩვენ ხარაზიშვილის გარდა არავისთან ვიმსახურებთ და არავის ბრძანებებს შევასრულებთ”.
ირაკლი შაიშმელაშვილი გდდ-ში ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ხელმძღვანელობდა. მან თანამდებობა 2024 წლის 4 დეკემებრს დატოვა – პროევროპული აქციების და სასტიკი დარბევებიდან დაწყებიდან დაახლოებით ერთ კვირაში. ოფიციალურ განცხადებაში მან გადადგომის მიზეზად “ოჯახური პირობები” დაასახელა, თუმცა ინფორმაცია სოციალურ ქსელში საქართველოსა და ევროკავშირი დროშებთან ერთად გაავრცელა. 3 კვირის შემდეგ ის ოჯახთან ერთად აშშ-ში გაემგზავრა. ამის შემდეგ შაიშმელაშვილის მედიაში ხშირად საუბრობს გდდ-ში და ზოგადად, შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარ თუ სამომავლო მოსალოდნელ მოვლენებზე.
ამავე თემაზე:
