ახალი ამბები

ბოჭორიშვილის I მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი იქნება

1 ივლისი, 2025 •
ბოჭორიშვილის I მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი იქნება

„ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა.

ირაკლი კობახიძის ბრძანების თანახმად, ზურაბაშვილი ამ პოსტზე დღეიდან, პირველი ივლისიდან დაინიშნა. ის 2024 წლის 3 დეკემბრიდანაა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.

ბოლოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს ბოლოს, 2021 წლიდან 2024 წლის ბოლომდე, ლაშა დარსალია იკავებდა. საგარეო საქმეთ მინისტრის შეცვლის შემდეგ პირველი მოადგილის პოსტი ვაკანტური იყო.

როგორც „ნეტგაზეთს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ლაშა დარსალია მინისტრის მოადგილედ რჩება და სხვა მოადგილეებთან ერთად აგრძელებს უწყებაში მუშაობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი