ახალი ამბები

აშშ-ს თავდასხმების შემდეგ, ირანმა მასშტაბური იერიში მიიტანა ისრაელზე – დაშავებულია 100-მდე ადამიანი

22 ივნისი, 2025 •
აშშ-ს თავდასხმების შემდეგ, ირანმა მასშტაბური იერიში მიიტანა ისრაელზე – დაშავებულია 100-მდე ადამიანი

მას შემდეგ, რაც აშშ-მა ირანის ბირთვული ობიექტები დაბომბა, რეგიონში თავდასხმების მასშტაბი საგრძნობლად გაიზარდა.

ირანმა მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიური იერიში მიიტანა ისრაელის ქალაქებზე. განსაკუთრებული სამიზნე იყო ქვეყნის ცენტრალური და ჩრდილოეთი ნაწილი, მათ შორის — თელ-ავივი. შეტევისთვის გამოყენებული იყო როგორც დრონები, ისე ბალისტიკური რაკეტები. სხვადასხვა მონაცემებით, ირანის თავდასხმების შედეგად ისრაელში დაშავდა 85-დან 100-მდე ადამიანი, მათ შორის რამდენიმე კრიტიკულ მდგომარეობაშია.

გამთენიისას ისრაელმა საჰაერო იერიშების ახალი ტალღა დაიწყო. ოფიციალური პირების განცხადებით, თავდასხმების მთავარი მიზანი ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურაა. პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა: „ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება“.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი