ახალი ამბები

ნიკა მელიას ბრალი წაუყენეს მოსამართლისთვის წყლის შესხმაზე

20 ივნისი, 2025 •
ნიკა მელიას ბრალი წაუყენეს მოსამართლისთვის წყლის შესხმაზე

საქართველოს პროკურატურამ ნიკა მელიას ბრალი წაუყენეს მოსამართლისთვის წლის შესხმაზე.

მელიას ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით), რაც 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 30 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზში გამართულ წინასასამართლო სხდომაზე, ბრალდებულმა ნიკანორ მელიამ ჩაიდინა სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა საქმის განმხილველი მოსამართლის შეურაცხყოფით. კერძოდ, ნიკანორ მელიამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა, სხდომის დარბაზიდან გაძევების შემდგომ კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა“, — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი