ახალი ამბები

გახარიას ხელმეორედ იბარებენ წულუკიანის კომისიაზე

16 ივნისი, 2025 •
გახარიას ხელმეორედ იბარებენ წულუკიანის კომისიაზე

ექსპრემიერ გიორგი გახარიას კიდევ ერთხელ იბარებენ “ქართული ოცნების” პარლამენტში შექმნილ კომისიაზე. ამის შესახებ თეა წულუკიანმა განაცხადა დღეს, 16 ივნისს.

მისი თქმით, გიორგი გახარიას 23 ივნისს გამოკითხავენ.

გახარიას იბარებენ შს მინისტრობისას ჩორჩანის ტყეში, საქართველოს ტერიტორიაზე საგუშაგოს აგების გადაწყვეტილების გამო. მისი თქმით, მათ მოუსმინეს მიმდებარე სოფლის მცხოვრებელს, რომელმაც განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილების გამო “მთელი ტყე დაიკარგა”.

წულუკიანის თქმით, გახარიას ასევე კითხვებს დაუსვამენ უკვე ოპოზიციაში ყოფნის პერიოდთან დაკავშირებითაც, კონკრეტულად, მისი პარტიის საქმიანობას საერთაშორისო პარტნიორებთან მიმართებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი