ახალი ამბები

ირანის ბირთვული პროგრამა დიდი ხანია შეშფოთებას იწვევს, მხარს ვუჭერთ ისრაელის თავდაცვის უფლებას – კანადის პრემიერი

14 ივნისი, 2025 •
ირანის ბირთვული პროგრამა დიდი ხანია შეშფოთებას იწვევს, მხარს ვუჭერთ ისრაელის თავდაცვის უფლებას – კანადის პრემიერი

კანადის პრემიერ-მინისტრი, მარკ კარნი ეხმაურება ისრაელსა და ირანს შორის საჰაერო თავდასხმებს. ის აღნიშნავს, რომ ირანის ბირთვული პროგრამა, რაზეც ისრაელმა მიიტანა იერიში, დიდი ხანია შეშფოთებას იწვევდა. გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება.

“ირანის ბირთვული პროგრამა დიდი ხანია შეშფოთებას იწვევს და მისი სარაკეტო თავდასხმები ისრაელზე საფრთხეს უქმნის რეგიონულ მშვიდობას.

დღეს, მე მოვიწვიე ეროვნული უსაფრთხოების საბჭო არსებული სიტუაციის შესახებ სიახლეების მოსასმენად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყველა საჭირო ნაბიჯს გადავდგამთ რეგიონში მყოფი ჩვენი მოქალაქეებისა და დიპლომატიური მისიების დასაცავად.

კანადა კიდევ ერთხელ ადასტურებს მხარდაჭერას ისრაელის უფლების მიმართ, რომ დაიცვას თავი და უზრუნველყოფს მისი უსაფრთხოება. ჩვენ ყველა მხარეს მაქსიმალური თავშეკავებისა და დიპლომატიური გამოსავლის გზების ძიებისკენ მოვუწოდებთ”, – წერს კანადის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში.

13 ივნისის ღამეს ისრაელი თავს დაესხა ირანს. ოფიციალური თელ-ავივის განცხადებით, მათი სამიზნე იყო თეირანის ბირთვული პროგრამის შენობები, ასევე სამხედრო მაღალჩინოსნები იყვნენ. მათივე ინფორმაციით, მოკლეს ირანის არაერთი სამხედრო მაღალჩინოსანი, ასევე მეცნიერები, რომლებიც ბირთვულ პროგრამაზე მუშაობდნენ.

მომდევნო ღამეს ირანმა საპასუხო იერიში მიიტანა ისრაელზე. გასული ღამის განმავლობაში ისრაელის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშის სიგნალი იყო ჩართული.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი