ახალი ამბები

ვინ ივლის ელექტრომობილით

8 ნოემბერი, 2010 • 1165
ვინ ივლის ელექტრომობილით

პრეზიდენტი ამბობს, რომ სამთავრობო მანქანები, ასევე, პოლიციის, სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანები მალე ელექტრომობილებით შეიცვლება.

ამის შესახებ განცხადება დღეს მიხეილ სააკაშვილმა თავისუფალ უნივერსიტეტში გააკეთა.

ამერიკულმა გამოცემამ ნიუ იორკ თაიმსმა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა ინფორმაცია საქართველოს მხრიდან ჰიბრიდული ელექტრო ავტომობილებით დაინტერესების შესახებ.

ვერა ქობალიამ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო დაახლოებით 4 ათას ელექტრო ავტომობილს შეიძენს.

დღეს კი სააკაშვილმა იმ სტრუქტურების ჩამონათვალი გააცნო საზოგადოებას, რომლებიც, ნიუ იორკ თაიმსზე დაყრდნობით, 4 წელიწადში ჰიბრიდული ავტომობილებით იმოძრავებენ.

სააკაშვილმა იქვე განავრცო თემა და თავადვე გასცა პასუხი მის მიერ დასმულ კითხვას, თუ რატომ ელექტო ავტომობილები:

„ რატომ ელექტრომობილები? პირველ პირგში, ყოველდღე ჩვენი ჯიბიდან ფულს ვუხდით მას, ვინც ახდენს საქართველოს ტერიტორიის 20 %–ის ოკუპაციას და მეორე, ჩვენთან ელექტროენერგია არის უფრო იაფი.  ასევე ეს ქმნის ფსიქოლოგიურ კლიმატს, რომ საქართველო მიმზიდველი გახდეს და განვითარება ჰპოვოს მსოფლიოში“.

მასალების გადაბეჭდვის წესი