გაერთიანებული სამეფო რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ ყველაზე მასშტაბურ სანქციების პაკეტს აცხადებს.
კირ სტარმერის ოფისის ცნობით, ახალი ზომები, რომლებსაც პრემიერ-მინისტრი დღეს ოსლოში, ერთობლივი საექსპედიციო ძალების (JEF) შეხვედრაზე გამოაცხადებს, გააძლიერებს ზეწოლას რუსეთის ეკონომიკაზე, რომელიც ნავთობის დაბალი ფასებისა და ომის მაღალი ხარჯების გამო ისედაც ზიანის წინაშე დგას.
ახალი პაკეტის ფარგლებში, დიდმა ბრიტანეთი სანქციებს აწესებს ჩრდილოვანი ფლოტის უფრო მეტ გემზე, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყანა. კერძოდ, დიდი ბრიტანეთი დღეს სანქციებს დაუწესებს 100-მდე ნავთობტანკერს, რომლებიც პუტინის ჩრდილოვანი ფლოტის ოპერაციის ძირითად ნაწილს წარმოადგენს და 2024 წლის დასაწყისიდან 24 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ტვირთის გადაზიდვაზე არის პასუხისმგებელი.
UK-ის მთავრობის ცნობით, გარდა ამისა, დღეს JEF უკრაინასთან გაძლიერებული პარტნიორობის შესახებ გამოაცხადებს, რაც ხელს შეუწყობს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ინტენსიური სასწავლო წვრთნების კუთხით, გაზრდის სამხედრო პლატფორმებს შორის თავსებადობას და გააძლიერებს დეზინფორმაციის მხარდაჭერის წინააღმდეგ ბრძოლას, ასევე საშუალებას მისცემს JEF-ის ერებს, ისწავლონ უკრაინის შეიარაღებული ძალების ბრძოლის ველზე მიღებული გამოცდილებიდან.
ერთობლივი საექსპედიციო ძალები შედგება 10 მსგავსი შეხედულებების მქონე ქვეყნისგან: დანია, ესტონეთი, ფინეთი, ისლანდია, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, ნიდერლანდები, შვედეთი და დიდი ბრიტანეთი.