ახალი ამბები

ავტომობილის მინების დაბურვის სტანდარტები იცვლება

8 ნოემბერი, 2010 • • 6473
ავტომობილის მინების დაბურვის სტანდარტები იცვლება

ამის შესახებ ინფორმაცია დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა. ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის. ცვლილების თანახმად, უკანა გვერდითი მინების დამუქება დასაშვებია 75 პროცენტით. როგორც სამინისტრო წერს, ცვლილების მიზეზი ქარხნული წესით დამუქებული მინების სიმრავლეა.

,,შინაგან საქმეთა სამინიტრომ გაითვალისწინა მოქალაქეთა ინტერესები და იქიდან გამომდინარე, რომ  საკმაოდ ბევრია იმ სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა, რომლებსაც მინები დამუქებული აქვს ქარხნული წესით, რისი შეცვლაც დაკვაშირებულია გარკვეულ ფინანსურ დანახარჯებთან, დადგენილი იქნა მინების დაბურვის ახალი სტანდარტები’’.

მანამდე, როგორც წინა გვერდითი მინების, ისევე უკანა გვერდითი მინების დამუქება 40 %-ით იყო შესაძლებელი. ასევე დაუშვებელია წინა საქარე მინის დაბურვა, ხოლო უკანა საქარე მინა ავტომობილის მფლობელმა სურვილის შესაბამისად შეუძლია დაბუროს.

აღნიშნული წესები ძალაში შედის 10 ნოემბერიდან და მათი დარღვევა გამოიწვევს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი