ახალი ამბები

რაუფოღლუ: MEGOBARI აქტს, წარმომადგენელთა პალატაში საბოლოო კენჭისყრაზე განიხილავენ

30 აპრილი, 2025 •
რაუფოღლუ: MEGOBARI აქტს, წარმომადგენელთა პალატაში საბოლოო კენჭისყრაზე განიხილავენ

მომავალ კვირას MEGOBARI აქტს  აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საბოლოო კენჭისყრაზე განიხილავენ. ამის შესახებ ვაშინგტონში მომუშავე კორესპონდენტი, ალექს რაუფოღლუ X-ზე წერს.

“შესანიშნავი ამბავი!!! MEGOBARI აქტი, რომელიც წლის დასაწყისში წარადგინეს კონგრესმენებმა, ჯო უილსონმა და სტივ კოენმა, ახლა წარმომადგენელთა პალატაში გადადის, რათა მომავალ კვირას საბოლოო კენჭისყრაზე განიხილონ.

კანონმდებლობა ითვალისწინებს სანქციების დაწესებას იმ პირების მიმართ, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს დემოკრატიას”, – წერს რაუფოღლუ.

კანონპროექტის ავტორების თანახმად, „მეგობარი აქტი“:

    • აინიციირებს აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობის სრულ გადასინჯვას, მათ შორის ყველა დახმარების პროგრამის;
    • მოითხოვს, პრეზიდენტმა დაუწესოს სანქციები „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს და მათ ხელშემწყობებს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ კორუფციაში და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან გადახვევაში;
    • მხარს უჭერს ხალხთა შორის კავშირების გაძლიერებას და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას, როდესაც საქართველო საკუთარ კონსტიტუციურ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს;
    • გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს სრული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი რუსეთის მუდმივი და უკანონო ოკუპაციის პირობებში;
    • მხარს უჭირს სამოქალაქო საზოგადოებას.

ამავე თემაზე:

რა პროცედურებია დარჩენილი „მეგობარი აქტის“ საბოლოოდ მისაღებად

მასალების გადაბეჭდვის წესი