ახალი ამბები

ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში აღარ იძებნება

28 აპრილი, 2025 •
ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში აღარ იძებნება

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში აღარ იძებნება.

28 აპრილის მონაცემებით, 500 ყველაზე მდიდარ ადამიანში ბიძინა ივანიშვილი აღარ ფიგურირებს. მანამდე ბიზნესგამოცემის მილიარდერების ინდექსში ივანიშვილი 421-ე ადგილს იკავებდა და მისი ქონება 7.35 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული.

რამ გამოიწვია სიიდან ივანიშვილის ამოვარდა, უცნობია.

კიდევ ერთი ბიზნესგამოცემის, Forbes-ის თანახმად, ბიძინა ივანიშვილის ქონება თითქმის განახევრებულია. თუ 2024 წელს „ქართული ოცნების” დამფუძნებლისა და ლიდერის ქონება 4.9 მილიარდ დოლარს შეადგენდა, 2025-ში ეს რიცხვი 2.7 მილიარდია.

Forbes-ის თანახმად ივანიშვილის ქონება თითქმის განახევრებულია

მასალების გადაბეჭდვის წესი