ახალი ამბები

Forbes-ის თანახმად ივანიშვილის ქონება თითქმის განახევრებულია

1 აპრილი, 2025 •
Forbes-ის თანახმად ივანიშვილის ქონება თითქმის განახევრებულია

Forbes-ის თანახმად, ბიძინა ივანიშვილის ქონება თითქმის განახევრებულია. თუ 2024 წელს “ქართული ოცნების” დამფუძნებლისა და ლიდერის ქონება 4.9 მილიარდ დოლარს შეადგენდა, 2025-ში ეს რიცხვი  2.7 მილიარდია.

ივანიშვილის ქონებრივი მდგომარეობის დინამიკა Forbes-ის სიაში

Forbes-მა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სია ახლახან გამოაქვეყნა. 69 წლის ივანიშვილი 1362-ე ადგილზეა.

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი კვლავ ელონ მასკია 342 მილიარდი დოლარით, მეორე ადგილზეა მარკ ზაკერგბერგი (ფეისბუკი) 216 მილიარდი დოლარით.

Forbes-ის სიაში განმარტებული არაა, სად წავიდა ივანიშვილის ქონება. 

განსხვავებულ სურათს ვხედავთ კიდევ ერთი ბიზნესგამოცემის, ბლუმბერგის მილიარდერების ინდექსში. ბლუმბერგის თანახმად, ივანიშვილის ქონება 7.35 მილიარდ დოლარს შეადგენს და მსოფლიოში რიგით 421-ე უმდიდრესი ადამიანია.

მასალების გადაბეჭდვის წესი