ქართული წარმოშობის ბიზნესმენ მიხეილ ხუბუტიას მისი ყოფილი პარტნიორის მიმართ სასტიკ ძალადობაში ადანაშაულებენ. ინფორმაცია ამის შესახებ რუსულ ონლაინ-მედიაში ვრცელდება.
რუსული მედიასაშუალებების ცნობით, დაზარალებულია ქალი, იულია ვანი, რომელთან ერთადაც ხუბუტია 2024 წლის ბოლომდე ცხოვრობდა. წყვილს ერთი შვილი ჰყავს.
იულია ვანმა ინსტაგრამზე თავად გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც დასისხლიანებული ჩანს. ის ხუბუტიას ადანაშაულებს, რომ დაშორების შემდეგ ყოფილ პარტნიორს ემუქრებოდა ბავშვისა და ქონების წართმევით და ფსიქიატრიულ კლინიკაში იძულებით გადაყვანით.
გავრცელებული ინფორმაციით, ძალადობრივი ინციდენტი გუშინ მოხდა.
ყოფილი პარტნიორი ხუბუტიას ადანაშაულებს, რომ ქალს ორივე ფეხი მოტეხა და თავს დაესხა ცულით. პოლიციაში ბავშვის ძიძამ დარეკა. ადგილზე მისულ პოლიციას ხუბუტია სახლში არ დახვედრია. ქალს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია მოტეხილობებისა და სისხლის დაკარგვის გამო.