ახალი ამბები

ეს “ბეზპრიდელია” – ხუბუტიას მოსკოვთან ახლოს მიწას ართმევენ

17 მარტი, 2024 • 8856
ეს “ბეზპრიდელია” – ხუბუტიას მოსკოვთან ახლოს მიწას ართმევენ

რუსეთში სასამართლო პროცესი მიმდინარეობს მიწის ნაკვეთის ნაციონალიზაციასთან დაკავშირებით, რომლის მონაწილეც ქართული წარმოშობის ბიზნესმენი მიხეილ ხუბუტიაა.

რუსეთის პროკურატურა მოსკოვის სიახლოვეს მდებარე ყოფილ სანატორიუმ ბარვიხაში 100 ჰექტარი მიწის ნაკვეთის ნაციონალიზაციის პროცესს აწარმოებს, რაც კერძო სექტორზე გაყიდული ქონების სახელმწიფოსთვის დაბრუნებას გულისხმობს.

ბარვიხაში წარსულში სანატორიუმი მდებარეობდა და პრივატიზაციის შემდეგ მიწა რამდენიმე ბიზნესმენმა იყიდა, მათ შორის ხუბუტიამ.

RBC-ს თანახმად, სასამართლო სარჩელის კიდევ ერთი მონაწილეა ხუბუტიას ცოლი ეკა ჯანაშია.

“2014 წელს სბერბანკიდან სესხი გამოვიტანე. მოგვიანებით, როდესაც ცოლს გავშორდი, ის მას გადავეცი. მართალია დავშორდით, მაგრამ კარგი ურთიერთობა შევინარჩუნეთ და ვაპირებდით ამ მიწაზე სამედიცინო სპა სასტუმროს აშენებას. თუმცა საპრეზიდენტო ადმინისტრაციამ გადაწყვიტა პროექტის განვითარება ამ მიწაზე. ახლა იქ ძველი და ახალი სახლებია და მშენებარე სასტუმრო.

“მე მაშფოთებს განუკითხაობა და არ ვიცი როდემდე გაგრძელდება ეს. ჩვენი მოქალაქეები არ ვართ ჯერ სათანადოდ გაერთიანებულები, რომ ამას შევეწინააღმდეგოთ, მაგრამ თითოეული ჩვენგანი ხედავს და გრძნობს, როგორი მიუღებელია საკუთრების მიმართ ასეთი მოპყრობა. ჩვენ უბრალოდ გვსურს ჩვენი უფლებების დაცვა, მაგრამ სიტუაცია უიმედო ჩანს”, – განაცხადა ხუბუტიამ.

ბარვიხა მოსკოვიდან 8 კილომეტრში მდებარე გამწვანებული, ადგილია.

ხუბუტია რუსეთის მოქალაქეა. ის წარსულში რუსეთში ქართველთა კავშირის პრეზიდენტი იყო და თავის დროზე პუტინს საჯარო მადლობა გადაუხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი