ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში ავარიას ცოლ-ქმარი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, ცოლ-ქმარი საკუთარ ჭიშკართან იჯდა, როდესაც გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მანქანა დაეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. მძღოლი დაკავებულია.