მოსკოვთან ახლოს, სამხედრო ბაზაზე ჭურვი აფეთქდა. შედეგად, ცეცხლი გაუჩნდა იარაღის საწყობს. დაშავდა 4 ადამიანი. მათგან სამი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ასევე, გამოცხადდა ევაკუაცია და სამი ახლომდებარე დასახლებიდან გაიყვანეს დაახლოებით 450 ადამიანი.

ინფორმაციას Reuters ავრცელებს.  გამოცემა წერ, რომ მიზეზად უსაფრთხოების ნორმების დარღვევა განიხილება.

BBC-ს ცნობით, შემთხვევის გამოსაძიებლად შეიქმნა სპეციალური კომისია. გამოცემისვე ინფორმაციით, ვლადიმირის ოლქის (სადაც მოხდა აფეთქებები) გუბერნატორმა, ალექსანდრ ევდეევმა მოსახლეობა და მედია გააფრთხილა, თავი შეიკავონ არაოფიციალური ინფორმაციის გავრცელებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯარიმებით დაემუქრა.