რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სამი დღით კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა.

ამის შესახებ კრემლის დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალურს წარმომადგენლებს  სტივ უიტკოფს და ჯარედ კუშნერს უკავშირდებათ. ისინი დღეს, 5 აგვისტოს, მოსკოვში ჩავიდნენ. ხვალ კი კიევს ეწვევიან.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინაც შეწყვეტს 3 დღით მოსკოვზე საჰაერო დარტყმებს.

„ახლახან ვესაუბრე აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებს. მათ რუსულ მხარესთან მუშაობა დღესვე დაიწყეს. ამ საუბრის მომენტიდან, ჩვენ მზად ვართ დავიცვათ საჰაერო დარტყმების შეწყვეტის რეჟიმი იმ ქალაქების მიმართ, რომლებიც ჩართულნი არიან მოლაპარაკებების პროცესში. ამ დროიდან შაბათის ბოლომდე, ასევე კვირას და ორშაბათს, უკრაინა მზად არის თავი შეიკავოს მოსკოვზე დარტყმებისგან და იგივეს ველოდებით რუსებისგან კიევთან მიმართებით“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, მზად არიან სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან შინაარსიანი საუბრისთვის.

„დიპლომატიურ ფრონტზე ჩვენი ქმედებები უნდა იყოს და იქნება ზუსტად ასევე ძლიერი და ეფექტიანი – ასი პროცენტით. ხვალინდელი დიპლომატიური შეხვედრების გეგმა კიევში, აშშ-ის გუნდის მონაწილეობით, დამტკიცებულია. ველოდებით სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს და მზად ვართ შინაარსიანი საუბრისთვის. მადლობა ყველას, ვინც უკრაინის გვერდით დგას“, – განაცხადა ზელენსკი.

ფოტო: CNN