სანქცირებული ტვ იმედის მეწილეებმა- ვასილ კალანდარიშვილმა და ტელევიზიის მოქმედმა საინფორმაციოს ხელმძღვანელმა ნათია სონღულაშვილმა – საკუთარი 10-10 პროცენტი სიმბოლურ ფასად, 100-100 ლარად გაყიდეს. მეწილეებს ჩაეხსნა 50%-იანი წილის მფლობელი შპს „პრაიმ მედია გლობალიც.“

ახალი გადანაწილებით ტელევიზია ოფიციალურად 4 პირს ეკუთვნის:

  • მარიამ ლომიძეს
  • ირაკლი ჩიხლაძეს
  • მაია ჩიგოშვილს
  • მაგდა ანიკაშვილს

ისინი თანაბარ, 25-25 პროცენტს ფლობენ. მაგდა ანიკაშვილი იმედი LIVE-ს წამყვანია, ირაკლი ჩიხლაძე- იმედის კვირის.

იმედი ირაკლი რუხაძემ თებერვალში, UK-ის მიერ დასანქცირებამდე ორი კვირით ადრე, 1000 ლარად გაყიდა. მაშინ ტელევიზიის მფლობელი შპს „პრაიმ მედია გლობალი” გახდა.

15 ოქტომბერს კიდევ ერთი სანქცირებული ტელევიზიის 52%-იანი წილი, ასევე 1000 ლარად, ვიქტორ ჯაფარიძემაც გაასხვისა.