პოლიტპატიმარი რეზო კიკნაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან წერილს ავრცელებს, რომლითაც თანამებრძოლებს აღდგომას ულოცავს.
მისი თქმით, ის აღდგომას ახლაც თანამებრძოლებთან ერთად ხვდება, ოღონდ “სხვა ადგილას”.
“ქრისტე აღდგა! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! წინა წელს ქაშვეთის ეკლესიის წინ შევხვდი ჩემს თანამებრძოლებთან ერთად, ახლაც თანამებრძოლებთან ერთად ვხვდები, ოღონდ სხვა ადგილას.
სანამ გვერდით თანამებრძოლები მეყოლებიან, იქამდე მჯერა, რომ გავიმარჯვებთ და ჩვენი გამარჯვება სახელოვანი იქნება. ხანდახან უნდა დაეცე, რათა წამოდგომა ისწავლო, უნდა მოკვდე, რათა აღდგე, აღდგე ჭეშმარიტად და გახდე სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი!”, – წერს რეზო კიკნაძე.
ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძეს და სერგეი კუხარჩუკს პროკურატურა სსკ 225-ე მუხლის მეორე ნაწილის ჩადენაში სდებს ბრალს, რაც გულისხმობს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, აღნიშნული მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.