ახალი ამბები

რუსეთის კიდევ ერთი მაღალჩინოსანი საუბრობს თბილისთან ურთიერთობების ნორმალიზაციის სურვილზე

14 აპრილი, 2025 •
რუსეთის კიდევ ერთი მაღალჩინოსანი საუბრობს თბილისთან ურთიერთობების ნორმალიზაციის სურვილზე

კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხეილ გალუზინის განცხადებაზე, რომელიც მოსკოვსა და თბილისს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას ეხება.

პესკოვის თქმით, რაიმე დრო დათქმული არ არის, თუმცა რუსეთი ნამდვილად არის მზად “ურთიერთობების ნორმალიზებისთვის”.

პესკოვის თქმით, მოსკოვი დაინტერესებულია ჩამოაყალიბოს კარგი ურთიერთობები იმ ქვეყნებთან, რომლებსაც ეს სურთ.

მანამდე გალუზინმა განაცხადა, რომ მზად არიან თბილისთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინონ.

თბილისსა და მოსკოვს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის ომისა და ოკუპაციის შემდეგაა შეწყვეტილი. ომის შემდეგ რუსეთმა  აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. თუ თბილისი მოსკოვთან დიპლომატიურ ურთიერთობებს აღადგენს, გამოვა, რომ რუსეთს საქართველოში 3 საელჩო ექნება: თბილისში, სოხუმსა და ცხინვალში.

მასალების გადაბეჭდვის წესი