ახალი ამბები

20 მსჯავრდებული პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლდებიან

5 ნოემბერი, 2010 • • 1070
20 მსჯავრდებული პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლდებიან

პირობით ვადამდე გათავისუფლების საბჭოებმა,  ზეპირი მოსმენის შემდეგ, 20 მსჯავრდებულის განცხადება დააკმაყოფილეს.

დასავლეთ საქართველოს საბჭომ 4, აღმოსავლეთის საბჭომ 16, მათ შორის, 2 ქალი. არასრულწლოვან მსჯავრდებულთა საკითხების განმხილველმა საბჭომ კი,  ვადაზე ადრე  2  მსჯავრდებული გაათავისუფლა.

პატიმრობის ახალი  კოდექსის  თანახმად, შექმნილია დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მასშტაბით და ერთი კონკრეტულად არასრულწლოვან მსჯავრდებულთა საკითხების განმხილველი საბჭო.

საბჭოები მსჯავრდებულთა ვადამდე გათავისუფლების განცხადებებზე ყოველი თვის ბოლოს იმსჯელებენ, შემდეგ გაიმართება  ზეპირი მოსმენა, რომელსაც მსჯავრდებული და ადვოკატი დაესწრება. 

საბჭოების მიერ წარდგენილ ანგარიშებს სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისია, პერიოდულად, არანაკლებ სამ თვეში ერთხელ, განიხილავს.

5 –წევრიანი საბჭოები დაკომპლექტებულია სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს, პრობაციის ეროვნული სააგენტოს, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს,  ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) წარმომადგენლებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი