ახალი ამბები

8 დაღუპული და 16 დაშავებული – რუსეთის სარაკეტო თავდასხმა ქალაქ დნიპროზე

10 აპრილი, 2025 •
8 დაღუპული და 16 დაშავებული – რუსეთის სარაკეტო თავდასხმა ქალაქ დნიპროზე

დნიპროპეტროვსკის ოლქის გუბერნატორის, სერჰიი ლისაკის ინფორმაციით, სარაკეტო დარტყმა იყო ქალაქ დნიპროზე. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით დაიღუპა რვა, ხოლო დაშავდა 16 ადამიანი. მათგან ხუთი კლინიკაშია გადაყვანილი. განსაკუთრებით მძიმეა 55 წლის ქალის მდგომარეობა.

თავდასხმას მოჰყვა ხანძარი, რის შედეგადაც დაზიანდა შენობები. მათ შორის, მაღაზია, საცხოვრებელი სახლები და კომერციული სივცრეები.

ლისაკის ინფრომაციით, რუსული ე.წ. კამიკაძე დრონები მთელი დღის განმავლობაში ესხმოდნენ თავს დნიპროპეტროვსკის ოლქს. უშუალოდ ქალაქ დნიპროში საჰაერო განგაშია გამოცხადებული – მოქალაქეებს მოუწოდებენ, დარჩნენ უსაფრთხო სივრცეებში.

რამდენიმე დღის წინ, 4 აპრილს, რუსეთი თავს დაესხა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მშობლიურ ქალაქს, კრივოი-როგს. რუსულ რაკეტებს მაშინ ა 18 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის 9 ბავშვია.

თავდასხმები გრძელდება იმ ფონზე, როცა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ომის შეწყვეტას მოლაპარაკების გზით ცდილობს.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი