ახალი ამბები

ბრიუსელში საქართველოს ენერგეკიტიკული კონფერენცია მიმდინარეობს

5 ნოემბერი, 2010 • • 955
ბრიუსელში საქართველოს ენერგეკიტიკული კონფერენცია მიმდინარეობს

ბრიუსელში ,,საქართველოს ენერგეტიკული კონფერენცია’’ დღეს დაიწყო.

საქართველოს დელეგაცია ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის, ნიკა გილაურის ხელმძღვანელობით გუშინ გაემგზავრა.

პრემიერ-მინისტრი კონფერენციაზე  ქვეყნის სატრანზიტო როლზე, ჰიდროენერგეტიკულ რესურსების ათვისების შესაძლებლობებსა და საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაზე ისაუბრებს.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში გიუნტერ ოტინგერი, რუმინეთის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ბიზნესის განვითარების მინისტრი იონ არიტონი, ბულგარეთის ენერგეტიკის, ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრი ტრაიკო ტრაიკოვი, BP-ის ევროპულ საქმეთა დეპატამენტის დირექტორი ჰოვარდ ჩეიზი.

მასალების გადაბეჭდვის წესი