მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ჯებირი და გზის სავალი ნაწილის მონაკვეთი ჩამოიშალა.
ადგილზე შემოვლებულია შემზღუდავი ბარიერები. თბილისის მერის განცხადებით, ტარდება ნაპირსამაგრი სამუშაოები.
თბილისის მერიამ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რესტორან „გაგრის“ მიმდებარედ, გზის სავალ ნაწილზე ბზარები შეინიშნებოდა, რისთვისაც საჭიროა გადაუდებელი სამუშაოების ჩატარება.
„უსაფრთხოების მიზნით, მიმდინარე წლის 7 აპრილიდან გზის დაზიანებულ მონაკვეთში, უკიდურეს მარჯვენა ზოლში საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება“, — ნათქვამია მერიის 7 აპრილის განცხადებაში.
გარეკანის ფოტო ფეისბუქ-გვერდიდან „ჩემი ქალაქი მკლავს“