ახალი ამბები

დემოკრატიულ ქვეყნებში არ ვაპატიმრებთ და არ შეურაცხვყოფთ პოლიტიკურ ოპონენტებს – ევროპარლამენტარი ხოშტარიაზე

30 მარტი, 2025 •
დემოკრატიულ ქვეყნებში არ ვაპატიმრებთ და არ შეურაცხვყოფთ პოლიტიკურ ოპონენტებს – ევროპარლამენტარი ხოშტარიაზე

ავსტრიელი ევროპარლამენტარი ჰელმუტ ბრანდშტატერი ეხმაურება ელენე ხოშტარიას დაკავებისა და მასზე სავარაუდო ძალადობის ფაქტს. ის წერს, რომ დემოკრატიულ ქვეყნებში პოლიტიკურ ოპონენტებს ასე არ ექცევიან. ევროპარლამენტარისთვის ეს ფაქტი “ქართული ოცნების” ავტორატარიზმისკენ სვლის კიდევ ერთი დადასტურებაა.

“ღრმად შემაშფოთებელი სიახლეებია საქართელოდან, ევროკავშრის წევრობის კანდიდატი ქვეყნიდან. დემოკრატიულ ქვეყნებში ჩენ არ ვაპატუმრებთ და შეურაცხვყოფთ ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს. “ქართული ოცნების” რეჟიმი არის კოშმარი ქართველებისთვის და აგრძელებს ავტორიტარიზმის გზას”, – წერს ევროპარლამენტარი სოციალურე ქსელში.

პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელიც 28 მარტს, პარლამენტთან დააკავეს, პოლიციის მხრიდან ძალადობასა და დამამცირებელ მოპყრობაზე საუბრობს. როგორც ელენე ხოშტარია დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გამოგზავნილ წერილში წერს, მას პოლიციელებმა ჯერ სახეში მიაყენეს დაზიანება, შემდეგ კი იზოლატორში გააშიშვლეს.

შსს ირწმუნება, რომ ხოშტარიას მიმართ კანონმდებლობის სრული დაცვით ჩატარდა დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებამდე აუცილებელი პროცედურები, რაც აღბეჭდილია იზოლატორის ვიდეო-სამეთვალყურეო კამერებზე.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი