ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატის, მარიამ ტაბატაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს.
მისივე თქმით, ბრალდებულმა საპროცესო-საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა მიიღო და უარი არაფერზე განუცხადებია.
“გამოძიება დაიწყო 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, და ასევე 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ეხება. ჩვენებაც მისცა და ამ დროისთვის მისთვის კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას იყენებს. გაოგნებული იყო, ჯერ უშუალო კომუნიკაცია არ მქონია და დღეს უნდა შევხვდე პირისპირ”, – აღნიშნა ადვოკატმა.
მკვლელობა 14 მარტს, გვიან ღამით მოხდა. თვითმხილველთა თქმით, მკვლელმა რამდენჯერმე ისროლა და მიიმალა, რაც მოგვიანებით დადასტურდა სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით.
გარდა ლევან ჯანგველაძისა, დაიჭრა კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს. დაკავებულია გელა უძილაური.