ახალი ამბები

სააკაშვილი: ნება დამპყრობლის აღსრულდა — პრაქტიკულად სამუდამო პატიმრობა მომისაჯეს

12 მარტი, 2025 •
სააკაშვილი: ნება დამპყრობლის აღსრულდა — პრაქტიკულად სამუდამო პატიმრობა მომისაჯეს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება განაჩენს საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის (ე.წ. პიჯაკების) საქმეზე.

მიხეილ სააკაშვილის წერილი ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ გააცნო.

„რამხელა სიურპრიზია ოლიგარქის განაჩენი. ნება დამპყრობლის პირდაპირ აღსრულდა. ეს არის მათი პასუხი იმაზე, რომ არ ჩავაბარე საქართველო. იმისთვის, რომ პირველად საუკუნეების განმავლობაში გავბედეთ და ჩამოვაყალიბეთ წარმატებული ქართული სახელმწიფო. მას შემდეგ, რაც ვერაფერი ვერ მიპოვეს, პრაქტიკულად, სამუდამო პატიმრობა მომისაჯეს საპრეზიდენტო ოფისის ოფიციალური ხარჯებისთვის. ასე ისჯება ივანიშვილის მაფიოზური კლანის მიერ ქვეყნისთვის თავდადება და სამშობლოს სიყვარული. ვერ დაგვაშინებენ, ძალა ერთობაშია“, — აცხადებს სააკაშვილი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე (ე.წ. პიჯაკების საქმე) საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

300 ათასი ლარი ჯარიმა დაეკისრა ამავე საქმეზე სახელმწიფო დაცვის ყოფილ უფროს თეიმურაზ ჯანაშიას.

გადაწყვეტილება მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა გამოაცხადა.

ე.წ. პიჯაკების საქმეზე სააკაშვილს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

მასალების გადაბეჭდვის წესი