ახალი ამბები

რა დავარქვათ ზეზვასა და მზიას შვილს?

3 ნოემბერი, 2010 • • 2950
რა დავარქვათ ზეზვასა და მზიას შვილს?

გსურთ, ცნობილი დმანისელი გოგონას სახელის შერჩევაში მონაწილეობა მიიღოთ? საქართველოს სახელმწიფო მუზეუმმა ზეზვა და მზიას შვილის სახელის შერჩევაზე კონკურსი დაიწყო.

კონკურსი სოციალურ ქსელ ფეისბუქზე სახელმწიფო მუზეუმის გვერდზე გამოცხადდა.

ნებისმიერ მსურველს შეუძლია, დმანისელი გოგონასთვის სახელი მოიფიქროს და საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ფეისბუქის გვერდზე დაპოსტოს.

დმანისელი ოჯახი ე.ი ჰომოგეორგეკუსის ოჯახი პირველი ჰომინიდების ჯგუფია, რომელიც 1.8 მილიონი წლის წინათ დასახლდა ევროპაში. 

ზეზვასა და მზიას შვილის რეკონსტრუირებული ფიგურა მსოფლიოში განთქმულმა ფრანგმა მოქანდაკემ ელიზაბეტ დეინისმა შექმნა. 

იდეების გაზიარება ნებისმიერ მსურველს, გარდა facebook-ის გვერდისა, მუზეუმის  ელექტრონულ მისამართზეც შეეძლება (info@museum.ge).

მასალების გადაბეჭდვის წესი