ახალი ამბები

ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს 1 წლით ახანგრძლივებს

27 თებერვალი, 2025 •
ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს 1 წლით ახანგრძლივებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს 1 წლით ახანგრძლივებს.

საუბარია სანქციებზე, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის საპასახოდ აშშ-მა 2014 წელს დააწესა.

2014 წელს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისთვის აღმასრულებელი ბრძანება აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გამოსცა. მას შემდეგ სანქციები რამდენჯერმე გაფართოვდა და აშშ-ის მომდევნო პრეზიდენტებმა დამატებითი სანქციები დააწესეს.

„ამ ბრძანებებში აღწერილი ქმედებები და პოლიტიკა კვლავაც წარმოადგენს უჩვეულო და არაორდინალურ საფრთხეს შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებასა და საგარეო პოლიტიკისთვის“, – ნათქვამია ტრამპის ბრძანებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი