ახალი ამბები

ექსპო ჯორჯიაში მეათე საერთაშორისო გამოფენა დღეს გაიხსნა

3 ნოემბერი, 2010 • • 1116
ექსპო ჯორჯიაში მეათე საერთაშორისო გამოფენა დღეს გაიხსნა

დღეს ექსპო ჯორჯიაში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და სასმელების, შემფუთავი და გადამამუშავებელი ტექნოლოგიების მე-10 საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა.

გამოფენის გახსნას სოფლის მეურნეობის მნისტრი ბაკურ კვეზერელი დაესწრო.

48 საგანმოფენო სტენდზე წარმოდგენილია 50-ზე მეტი კომპანიის ნაწარმი: რძის პროდუქტები, ხორცი და ხორც პროდუქტები, პურ-ფუნთუშეული, საკონდიტრო ნაწარმი, საკვები დანამატები, სანელებლები, არაალკოჰოლური სასმელები, ასევე, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, ქიმიკატები და სადიზინფექციო საშუალებები და სხვა.

კვების პროდუქტებსა და გადამამუშავებელ ტექნიკას ექსპო ჯორჯიაში სხვადასხვა ქვეყნების კომპანიები გამოფენენ. ეს კომპანიები არიან:  ავსტრიიდან, აზერბაიჯანიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, ინდოეთიდან, ირანიდან, იტალიიდან, ლიბანიდან, საფრანგეთიდან, საქართველოდან, უკრაინიდან.

პროდუქტი ექსპო ჯორჯიას #11 პავილიონში იქნება გამოფენილი. გამოფენა 6 ნოემბერს დასრულდება.

მეთერთმეტე პავილიონი დამთვარიელებლის მიღებას 11-დან 18.30 საათამდე შეძლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი