ამის შესახებ დღეს გამართლ ბტრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.
ნინოწმინდა-წალკის 223 –კილომეტრიანი გზატკეცილი სოფელ თელეთიდან იწყება და დაბა წალკის გავლით ნინოწმინდა-სომხეთის საზღვრისკენ მიემართება, ხოლო ახალქალაქიდან კარწახის გავლით თურქეთის საზღვრისკენ.
მანჯგალაძის თქმით, პროექტის სრული ღირებულება 203 მილიონი აშშ დოლარია. მშენებლობა 2008 წლის გაზაფხულზე დაიწყო. პროექტის ფარგლებში, განხორციელდა 15 ახალი ხიდის მშენებლობა. სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებულია 2 300-ზე მეტი ადამიანი. ამათგან, 70 პროცენტი ადგილობრივი მოსახლეა.