ახალი ამბები

მოთხოვნა გაეროს უშიშროების წევრ ქვეყნების ელჩებს

2 ნოემბერი, 2010 • • 1169
მოთხოვნა გაეროს უშიშროების წევრ  ქვეყნების ელჩებს

ჰააგის სასამართლოში  შეტანილი სასარჩელო განაცხადის  დაჩქარებული წესით განხილვის მიზნით, შალვა ხაჭაპურიძე  ვიზების  დროულ გაცემას ითხოვს.

დღეს  პარტია  ჩვენი საქართველოს ლიდერმა  პრესკონფერენცია გამართა.  შალვა   ხაჭაპურიძე  ჰააგის   სასამართლოში   შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით, გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთ სახელმწიფოს ( აშშ, ჩინეთი, საფრანგეთი,  ინგლისი , რუსეთი) საელჩოებს მიმართავს,  დროულად გასცენ ვიზები. იმ შემთხვევაში, თუ მოხერხდება მისი შეხვედრა პირადად საგარეო  უწყების  ხელმძღვანელებთან,  შალვა  ხაჭაპურიძე იმედოვნებს, რომ ისინი  დროულად დაადებენ შესაბამის რეზოლუციებს და  დაჩქარებული წესით მოხდება სისხლის  სამართლის  სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის წინააღდეგ  შეტანილი  სარჩელის გამოძიება.

,,აქედან გამოჩნდება, რომელი სახელმწიფოა საქართველოს მეგობარი და რომელია, უშუალოდ,   სააკაშვილის მეგობარი.”– განაცხადა პარტიის ლიდერმა. აღნიშნული ქვეყნებიდან საფრანგეთმა უკვე   გასცა  ვიზა.

პარტიამ ჩვენი საქართველო  26 ოქტომბერს  სასარჩელო განცხადებით ჰააგის სასამართლოს მიმართა. სარჩელი “2003 წლიდან საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისა და თავად პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ჩადენილ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს” ეხება. ხაჭაპურიძე ამბობს, რომ 150– გვერდიანი  განცხადება სასამართლომ  უკვე მიიღო წარმოებაში.   

სასარჩელო განცხადება   შალვა ხაჭაპურუძემ  სისხლის  სამართლის კოდექსის რომის სტატუსის მე–7 და  მე–8 მუხლების  მიხედვით  შეადგინა.

 ,,რომის  სტატუსის მერვე მუხლი პირდაპირ აცხადებს, რომ სახელმწიფომ შეიძლება განახორციელოს ისეთი პოლიტიკა, რომელიც მიმართულია მისი  ერის განადგურებისაკენ. აქ იგულისხმება  პოლიტიკური  ნიშნით დაპატიმრებები,

მედიის დევნა და შევიწროება, ადამინების  წამება, ეკონომიური კუთხით გატარებული პოლიტიკა, მკვლელობები– ” განაცხადა პარტიის ლიდერმა.   სასარჩელო განცხადებას  თან ერთვის  მაგალითები.

სარჩელი  ოთხი  ნაწილისგან შედგება, მეოთხე ნაწილი, ჰააგის სასამართლოს  პროკურორის   მოთხოვნით, კონფიდენციალურია. სწორედ ამიტომ,  გაეროს  უშიშროების საბჭოს  ქვეყნებს  სარჩელის მხოლოდ  საჯარო   ნაწილი   გადაეგზავნებათ.

პარტიის ლიდერმა,  შეხვდა რა ევროპარლამენტის წარმომადგენლებს, გადაწყვიტა, რომ  ბრიუსელში შექმნას  ლობისტური  კომპანიები,  რათა  უკეთ გაიცნონ ქართული ოპოზიცია. 

,, ეს იქნება მუდმივმოქმედი სატელევიზო  არხი და ლობისტური  ორგანიზაცია, ჩვენ უნდა ვებრძოლოთ რეჟიმს იმ მეთოდით, რომლითაც ის  გვებრძვის.”– ამბობს  შალვა ხაჭაპურიძე.

პარტიის  ოფისში დაწყებულია  სასარჩელო განხცადების  მომხრეთა ხელმოწერების შეგროვებაც. ამ დროისათვის  სამი ათასამდე  მხარდამჭერია  რეგისტრირებული. მათი ვინაობა კონფიდენციალურია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი